
საქართველოში კორონავირუსისგან 46 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ინფორმაცია ამის შესახებ მთავრობის მიერ შექმნილ ვებგვერდზე stopcov.ge გამოქვეყნდა. კარანტინის რეჟიმშია 4708 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 370 მოქალაქე რჩება.
საქართველოში კორონავირუსი 195 ადამიანს დაუდასტურდა, 3 მათგანი გარდაიცვალა.