
საქართველოში კორონავირუსისგან 45 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ინფორმაცია ამის შესახებ მთავრობის მიერ შექმნილ ვებგვერდზე stopcov.ge გამოქვეყნდა. კარანტინის რეჟიმშია 4708 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 370 მოქალაქე რჩება.
საქართველოში კორონავირუსი 195 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 45 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა.