
თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლთა თავშესაფარში შინაური ცხოველების ჩაბარების მოთხოვნა 50%-ით გაიზარდა:
ამის შესახებ თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლთა თავშესაფრის მენეჯერმა, ქეთი ჭალისურმა რადიო
"აფხაზეთის ხმასთან" საუბარში განაცხადა.
მისი თქმით, მსოფლიოში კორონავირუსით ცხოველის დაინფიცირების რამდენიმე შემთხვევამ ადამიანებში
გარკვეული ვნებათაღელვა გამოიწვია და საქართველოშიც ძაღლთა თავშესაფარს ოჯახები თავიანთი ოთხფეხა მეგობრის
გადაცემის მოთხოვნით უკავშირდებიან.
"მომართვიანობა ძალიან გაიზარდა, უმეტეს მათგანს ჰგონიათ, რომ ,შესაძლოა, კორონავირუსი ძაღლს ჰქონდეს.
ხალხი პანიკაშია, თუმცა შინაური ცხოველისგან კოვიდ 19 ის ვირუსი არ გადადის, ცხოველებს სხვა სახეობის
ვირუსები აქვს და ადამიანისთვის ეს არ არის საფრთხისშემცველი."
მისი თქმით, კორონავირუსს აქვს რამდენიმე სახეობა და სწორედ მათგან ერთ-ერთი ,შესაძლოა, დაემართოს
ცხოველს , თუმცა ეს covide-19 არ არის.
"ამ ვირუსს რამდენიმე განშტოება აქვს, ერთ-ერთი სახეობა არის ძაღლებში,რომელიც ადამიანზე
არ გადადის"
ძაღლების თავშესაფრის გარდა, მათი მზრუნველობის ქვეშ დათვების თავშესაფარიცაა, ქეთი ჭალისურის თქმით,
ადამიანებისთის, ამ მრივ, არც დათვები წარმოადგენენ რაიმე სახის საშიშროებას.
სტუმრის თქმით, ელიზბარაშვილის თავშესაფარს არ გააჩნია არანაირი რესურსი , მიიღოს ძაღლების
დიდი რაოდენობა :"ჩვენ არ გვაქვს რესურსი, ვიმიღოთ ამდენი ძაღლი და ვუზრუნველვყოთ მათი
მოვლა, ამიტომ, სამწუხაროდ, ყველას ვერ დავაკმაყოფილებთ"
დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, ქუჩაში ბევრი ძაღლია, რომელიც პრაქტიკულად
პურის, მინიმალური საკვების გარეშე დარჩა, ყველა რესტორანი და სხვადასხვა დაწესებულება, რომელიც
მათ ყოველდღიურად კვებავდა , დიკეტა.... ბოლო დღეებია სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია,
რომ თითქოს ეს ძაღლები აგრესიულები გახდნენ:"ეს უკიდურესი ფორმა, საბედნიეროდ,ჯერ მაგ ეტაპზე
არ ვართ,ეს შეიძლება მოხდეს მაშინ , როცა თვითონ ადამიანი მივა უკიდურეს გაჭირვებამდე, მე მო
ვუწოდებ მოსახლეობას მონარჩენი საჭმელი ურნაში არ გადაყარონ "
საინტერესოა, რა ზომებს მიმართავს თავშესაფრის მენეჯერი, როცა საკუთარ ძაღლს სეირნობისას
შინ აბრუნებს:"ჩემი რჩევა იქნება, რომ როცა ეზოდან სახლში ავიყვანთ თათები საპნიანი
წყლით დავბანოთ, ძმრინი წყლით გაწმენდას რაც შეეხება, ეს დიდი ხნის დანერგილი მეთოდია ძაღლის
ბეწვის ბზინვარებისთვის ,თუმცა ვირუსს რამდენად კლავს, არ ვიცი"-აღნიშნა ქეთი ჭალისურმა.