
მსოფლიო ბაზარზე სწრაფი ტესტების 90%-ი უვარგისია. ამის შესახებ „ტვ პირველის“ ეთერში თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.
სწრაფი ტესტების გამოყენებაზე უფლების გაცემა დაავადებათა კონტროლის ცენტრის და „ლუგარის ლაბორატორიის“ დასკვნის საფუძველზე ხდება. „ჩვენ რამოდენიმე ფირმამ მოგვიტანა გამოსაცდელად.თუ არ მივეცით სანქცია ჩვენ ან „ლუგარის ლაბორატორიამ“ ან ვინმე სხვამ, რომ ეს ტესტები ნამდვილად მუშაობს, ისე ამ ტესტებს არც სახელმწიფო და არც კერძო ლაბორატორიები გამოიყენებენ. იმიტომ რომ ეს მათთვის ეკონომიკურად წამგებიანი იქნება, რადგან ერთ შეცდომას დაუშვებენ, ორს და მათთან არავინ მივა. ასეთი ტესტი ჯობს არ გქონდეს. რა საჭიროა ასეთი ტესტი იყიდო თუნდაც დროულად რომლის მგრძნობელობაც 30%-ია. ხარისხიანი ტესტი ცოტაა და შოვნა ძნელია,გადაიდგა სწორი ნაბიჯები და შეიცვალა ტესტირების ალგორითმი. თუ წინა ტესტირებას ექვემდებარებოდნენ ის პირები ვისაც ჰქონდა კლინიკური სიმპტომატიკა და აუცილებლად რისკის ქცევის ფაქტორი ისტორიაში. კერძოდ მოგზაურობა უცხოეთში და მასპინძლობა უცხოელის ან კონტაქტი ავადმყოფთან. ახლა სამი პაკეტია შექმნილი. პირველი დარჩა ის ვინც იყო. მეორე პაკეტია ის ვისაც სულ არა აქვს სიმპტომები და რისკ-ქცევებს შეიცავს. იყო კონტაქტში უცხოელთან. ამ კონტინგენტს ჩაუტარდება სწრაფი ტესტები. რომელიც ანტისხეულებს საზღვრავს და არა ვირუსის გენეტიკურ მასალას. ასევე ის ჯგუფი, რომელსაც არ აქვს რისკ-ჯგუფი, მაგრამ აქვს სიმპტომები,“- აღნიშნა ცერცვაძემ.