-
2014-03-06 22:28
საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, აშშ–ში კარგად იციან, საქართველოში რომ კონსტრუქციული ოპოზიცია არ არის.
ამის შესახებ მან „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ეთერში განაცხადა.
„მათ კარგად იციან, რომ ჯანსაღი და კონსტრუქციული ოპოზიცია საქართველოში არ არსებობს, ძალიან ეწყინათ, როცა ვთქვი, რომ ესენი შემთხვევით მოხვდნენ პარლამენტში, არჩევნებზე როგორ იბირებდნენ ხალხს, ეგეც ყველასთვის არის ცნობილი.
ჩემი სურვილია, რომ რეალურად საქართველოში კონსტრუქციული და ჯანსაღი ოპოზიცია ვიხილოთ, რომელიც ქვეყნის ინტერესებზე იქნება ორიენტირებული და არა საკუთარი პარტიის ინტერესებზე. მე მხოლოდ ბედნიერი ვიქნები, თუ ერთ დღეს ვიხილავთ რეალურად კონსტრუქციულ ოპოზიციაურ ძალას“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.