პრემიერის თქმით, აშშ–ში ვიზიტის დროს ამერიკელებმა „ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაზეც“ ისაუბრეს

Image

საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, გაიხსენა რა აშშ–ში მისი ვიზიტის დეტალები, აღნიშნა, რომ ქვეყნის პრეზიდენტთან შეხვედრამ უშუალო გარემოში ჩაიარა, ხოლო ამერიკელმა პოლიტიკოსებმა „ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაზე“ ისაუბრეს.

 

ღარიბაშვილის განცხადებით, მან იცოდა, რომ აშშ ყოველთვის მხარს უჭერდა საქართველოს, მაგრამ „ისინი ერთმნიშვნელოვნად აღნიშნავენ ახალი ხელისუფლების მიერ მიღწეულ წარმატებებს“:

 

„გადაჭარბების გარეშე, ეს იყო მეგობრული და თბილი გარემო, დიდი კომფორტი იყო ჩემთვის საუბარი პრეზიდენტთან, იყო უშუალო საუბარი, ხუმრობით და ა.შ. ჩემთვის დიდი პატივი იყო, რომ ეს შეხვედრა შედგა, ჩვენ ერთსაათიანი საუბარი გვქონდა, მთელ რიგ საკითხებს შევეხეთ. ვისაუბრეთ უკრაინის კრიზისზეც.

 

თავად პრეზიდენტმა ობამამ თქვა, რომ აუცილებელია ქვეყნებს შორის ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება, ის ნდობა რაც ჩვენს ერებს შორის არსებობს ამ ნდობის რაციონალურად გამოყენებაზეა საუბარი.

 

განწყობა არის აბსოლუტურად პოზიტიური ჩვენი ქვეყნისა და ხელისუფლების მიმართ. ვიცოდით, რომ ამერიკა ყოველთვის მხარს უჭერდა ქვეყნის სუვერენიტეტს, დემოკრატიულ განვითარებას, მაგრამ ახლა მე ვიგრძენი უპრეცენდენტოდ პოზიტიური განწყობა საქართველოს მიმართ. ისინი ერთმნიშვნელოვნად აღნიშნავენ საქართველოს ახალი ხელისუფლების მიერ მიღწეულ წარმატებებს.

 

პირველი ის, რომ მოხდა მშვიდ ვითარებაში საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება, აღნიშნავენ იმასაც, რომ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ახალი ხელისუფლება იყო და არის ძალიან კონსტრუქციული, აღნიშნავენ ასევე იმას, რომ კოაბიტაციის პერიოდი დადებითად ვმართეთ, ამაში ბიძინა ივანიშვილის დამსახურებასაც აღნიშნავენ და დასძენენ, რომ ბიძინა ივანიშვილის წასვლა პოლიტიკიდან უპრეცენდეტო იყო.

 

მე მოვისმინე პოლიტიკოსების შეფასება, რომ ეს იყო მართლაც უპრეცედენტო დემოკრატიული სამყაროსთვის“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !