
ეუთოს სამხედრო სადამკვირვებლო მისიის ჯგუფი ყირიმში შესვლას ვერ ახერხებს. სამხედრო სადამკვირვებლო ჯგუფი, რომელიც 40-მდე დამკვირვებლისგან შედგება უკვე იმყოფება ყირიმის საზღვართან, მაგრამ ნახევარკუნძულზე ვერ შედის,-ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო იტყობინება.
"ისინი ახლა ყირიმის საზღვართან იმყოფებიან, თუმცა ისინი შეაჩერეს და ახლა მოლაპარაკებები მიმდინარეობს", - განაცხადა საგარეო საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსმა ევგენი პერებინისმა.
როგორც ცნობილია, 5-დან 12 მარტამდე უკრაინაში უნდა ჩასულიყო ეუთოს სამხედრო სადამკვირვებლო ჯგუფი, რომელიც ეუთოს 21 ქვეყნის 40 დამკვირვებლისგან უნდა ყოფილიყო შემდგარი.
მათი მისია მოიცავდა, უკრაინის შეიარაღებული ძალების მონიტორინგსა და რუსეთის ფლოტის მონიტორინგს ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე.