
ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს მრჩეველს, რივკა პალუხს კორონავირუსი დაუდგინდა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
ნეთანიაჰუსა და პალუხის ბოლო შეხვედრა 26 მარტით თარიღდება. სავარაუდოდ, რივკა პალუხი კორონავირუსით მეუღლისგან დაინფიცირდა.
ბოლო მონაცემებით, ისრაელში კორონავირუსის 4 347 შემთხვევა დაფიქსირდა, აქედან 15 ადამიანი გარდაიცვალა, 134 კი განიკურნა.