ეროვნული გვარდიის სამოქალაქო ოფისის ინფიცირებულ თანამშრომლებთან კონტაქტში მყოფ 4 ადამიანს კორონავირუსი დაუდასტურდა
ამ დროისთვის, თავდაცვის სამინისტროს გორის სამხედრო ჰოსპიტალის ბოქსირებულ განყოფილებაში კორონავირუსით ინფიცირებული 13 პაციენტია მოთავსებული, რომელთაგან 6 ეროვნული გვარდიის სამოქალაქო ოფისის დასუფთავების სამსახურის თანამშრომელია, 4 - მათთან კონტაქტში მყოფი პირი, 3 ინფიცირებული კი, მოგზაურობის ისტორიით ჰოსპიტალში რამდენიმე დღის წინ მოათავსეს.