
„ყირიმის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს გადაწყვეტილება რუსეთის ფედერაციასთან შეერთების შესახებ არალეგიტიმურია“, - ამის შესახებ განცხადება ევროკავშირის ელჩმა უკრაინაში იან ტომბინსკიმ გააკეთეა.
მისი გაცხადებით მსგავსი გადაწყვეტილება უკრაინის მოქმედ კონსტიტუციას ეწინააღმდეგება.
ტომბინსკის თქმით, უკრაინის კონსტიტუციის თანახმად, ყირიმის საკითხის გადაწყვეტა უკრაინის საერთო რეფერენდუმის შედეგად არის შესაძლებელი. მან ასევე აღნიშნა, რომ ბრიუსელში ევროკავშირის მინისტრების შეხვედრისას ყირიმის კრიზისიც განიხილეს, თუმცა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.
შეგახსენებთ, რომ ყირიმის უმაღლესმა საკანონმდებლო ორგანომ დღეს გამართულ რიგგარეშე დახურულ სესიაზე რუსეთის ფედერაციასთან შეერთების გადაწყვეტილება მიიღო.