
ოდესელმა მოქალაქეებმა: მსახიობებმა, ხელოვნების სფეროს წარმომადგენლებმა, პედაგოგებმა და სხვებმა მონაწილეობა მიიღეს კლიპის შექმნაში, რომლის მთავარი გზავნილი ყირიმიდან ჯარის გაყვანის მოთხოვნაა.
კლიპის სცენარის მიხედვით, ოდესელები ვლადიმირ პუტინთან რეკავენ და ეუბნებიან, რომ ხაზზეა ოდესა. მცირე საუბარ ოდესელების რეპლიკით სრულდება: „ვლადიმირ ვლადიმირის ძევ! წადით... სახლში!“.