
ესპანეთში კატასტროფული შედეგები იყო, ვერ ავიღებდით პასუხისმგებლობას — კალაძემ სწრაფი ტესტების ხელშეკრულების გაუქმების მიზეზზე მედიასთან ისაუბრა:
მისი თქმით, საქართველოში სხვა სწრაფი ტესტები შემოვა.
"რაც შეეხება კონკრეტულ ტესტებს ეს არა მხოლოდ საქართველოში, ზოგადად ევროპულ ბევრ ქვეყანაში შეიქმნა პრობლემები იმიტომ, რომ ძალიან დიდი იყო ცდომილება. ესპანეთში, მაგალითად, კატასტროფული შედეგი მიიღეს ამ ტესტებით. შესაბამისად, ჩვენც რა თქმა უნდა, ვერ ავიღებდით ამ პასუხისმგებლობას და სხვა ტესტები შემოვა საქართველოში. თუმცა, ყველაზე მთავარი არის ის, რომ pcr ტესტები, ოქროს ტესტებს როგორც ეძახიან, ჩვენ გვაქვს ამის მარაგი და ამ მიმართულებით მუშაობა მიმდინარეობს ხდება ანალიზების აღება, ტესტირება და ა.შ.", — განაცხადა კალაძემ.