
მამაკაცი, რომელსაც სამგზავრო მატარებელი დაეჯახა ადგილზე გარდაიცვალა. შემთხვევა დღეს თბილისში ( ,,სანზონაში“) ფეიქრების ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე რკინიგზის ხაზთან მოხდა.
თვითმხილველების თქმით, მამაკაცი, ლიანდაგებთან ახლოს იდგა, რა დროსაც მას მატარებელი დაეჯახა.
მიუხედავად სამაშველო და სამედიცინო სამსახურის მცდელობისა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
ამ ადგილზე მსგავსი უბედური შემთხვევა პირველად არ მომხდა, 2012 წლის ნოემბერში თბილისი-ბათუმის სამგზავრო მატარაბელმა ასევე ერთი მამაკაცის სიცოცხლე იმსხვერპლა.