
„Russia Today“ კიდევ ერთმა თანამშრომელმა დატოვა. ლიზ ვოლის განცხადებით, მას არ შეუძლია ისეთ მედიასაშუალებაში მუშაობა, რომელიც მოსკოვის დაკვეთებს ასრულებს.
მისივე განცხადებით Russia Today-ში მუშაობით იგი ეთიკური და მორალური პრობლემების წინაშე აღმოჩნდა.
„ამიტომ არ შემიძლია ვიყო იმ მედიასაშუალების ნაწილი, რომელიც რუსეთის დაფუძნებულია და პუტინის პირდაპირ დავალებებს ასრულებს.
მე ამაყი ვარ იმით, რომ ვარ ამერიკელი და სიმართლის გამარჯვების მჯერა, სწორედ ამიტომ ვტოვებ Russia Today-ს“, - აცხადებს ვოლი.