
რუსმა სამხედროებმა სევასტოპოლში სამხედრო ვერტმფრენი მიიტაცეს, რომელმაც უკრაინელი ჟურნალისტები ჩაიყვანა.
ამის შესახებ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე უკრაინის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის უფროსმა ყირიმში ვლადისლავ სელეზნიოვმა დაწერა.
„11:00 საათისთვის ვერტმფრენმა ჟურნალისტები სევასტოპოლში ჩაიყვანა, ვერტმფრენი კი შეიარაღებულმა პირებმა მიიტაცეს, ისინი სპეცფორმებში შემოსილნი იყვნენ, ამოსაცნობი ნიშნების გარეშე.
ეს ყოველივე მას შემდეგ მოხდა, რაც ჟურნალისტებმა აეროდრომი დატოვეს. ამ დროისათვის რუსი სამხედროები აეროდრომის ტერიტორიაზე არსებული ვიდეოკამერების დემონტაჟით არიან დაკავებული“, - აცხადებენ უწყებაში.