
კორონავირუსთან საბრძოლველად იტალია აშშ-ს სამხედრო დახმარებას სთხოვს.
ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, იტალიის მთავრობამ,ასევე, ითხოვა, რომ ქვეყანაში განლაგებული აშშ-ს სამხედროები მათ სამედიცინო პერსონალსა და საველე ჰოსპიტლებს დაეხმარონ.
ბოლო მონაცემებით იტალიაში კორონავირუსის 59 138 შემთხვევაა დადასტურებული, გარდაცვლილთა რაოდენობა კი 5 476-ია.