
საუნივერსიტეტო კლინიკაში შეიყვანეს 18 წლის გოგო, რომელსაც მარნეულში დაინფიცირებულთან ჰქონდა კავშირი.ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბრისას კლინიკაში ლალი ტურძელაძემ განაცხადა.
„62 წლის ქალის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. ერთადერთი, რისი იმედიც გვაქვს, რომ წნევას მინიმალური დახმარებით იჭერს. აქვს ორმხრივი რესპირატორული დისტრეს სინდრომი, რაც პნევმონიაზე უარესია. ასევე აქვს ტემპერატურა და სუნთქვის მწვავე უკმარისობა. მაღალი ტემპერატურით შემოიყვანეს 18 წლის გოგო, რომელიც მარნეულის საავადმყოფოში მუშაობდა და კონტაქტი ჰქონდა ამ ქალთან“, - აცხადებს ლალი ტურძელაძე.
21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა.