-
2014-03-05 10:44
ინტერნეტში გავრცელდა 2013 წლის დეკემბერში კანზასში გადაღებული კადრები, სადაც აღბეჭდილია, როგორ დაჭრა სასიკვდილოდ ცეცხლსასროლი იარაღიდან კანზასელმა პოლიციელმა მეხანძრე.
კადრებიდან ჩანს, რომ პოლიციელი მეხანძრისთვის ხელბორკილების დადებას ცდილობს. სავარაუდოდ, ისინი ხუმრობით წაკინკლავდნენ.
ისმის გადაძახილი მათთან, ვინც ამ კინკლაობას მობილურით იღებენ. ერთ მომანტში მეხანძრემ თავი გაითავისუფლა, პოლიციელს ზემოდან მოექცა და სახეში მუშტების ცემა დაუწყო, რასაც პოლიციელის მხრიდან გასროლა მოჰყვა.
კადრები პოლიციამ გაასაჯაროვა მას შემდეგ, რაც გასულ კვირას შედგა სასამართლო და 42 წლის ოფიცერს ბრალდებად იარაღის არასათანადო სიტუაციაში ხმარება წაუყენეს. დაცვის მხარე ამ კადრების მიხედვით შეეცდება დაამტკიცოს, რომ მეხანძრე, რომელიც ორი ტყვიის მოხვედრის შედეგად გარდაიცვალა, პოლიციელის მოთხოვნას არ დაემორჩილა და მეტიც, მას წინააღმდეგობა გაუწია.