
ეზუგბაია: კორონავირუსით ინფიცირებული 5 ახალი პაციენტიდან 1 ბავშვია.
ამის შესახებ, თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ, ჟურნალისტებთან, კორონავირუსის ხუთ ახალ შემთხვევაზე საუბრისას განაცხადა.
” 5 ახალი შემთხვევიდან, 2 არის ჩვენ ცენტრში მოთავსებული. ერთი პაციენტი არის ახალი წყაროდან ევროპიდან არის შემოტანილი. მეორე ჩვენთან, ჩვენს ცენტრში რომელიც არის, ჩვენთან მყოფი პაციენტების ერთ-ერთი ჯგუფიდან კონტაქტია, ბავშვია. მეხუთე ბავშვი გვყავს ჩვენ ცენტრში. ხუთივეს ზოგადი მდგომარეობა ჯერჯერობით ექვემდებარება მმართვას”-ამბობს ეზუგბაია.