
საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რიცხვი კიდევ ხუთით გაიზარდა და 22 მარტისთვის უკვე 54-ია. ვებგვერდ Stopcov.ge-ზე მონაცემები რამდენიმე წუთის წინ განახლდა. ამ დროისთვის კარანტინის რეჟიმში 1 966 ადამიანია, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 259 პაციენტი რჩება.