
"ბალტიის ქვეყნებს უყურეთ, როგორ გავიდნენ ცალკე, როგორ შევიდნენ ნატოშიც და ევროკავშირშიც... ჩვენ სად ტ...აკში ვართ, ჯერ არავინ იცის!“- აცხადებს საპარლამენტო უმრაველსობის წევრი სოსო ჯაჭვლიანი ,,კვირის ქრონიკასთან“ ინტერვიუში.
"ჩემო ძვირფასო მკითხველებო, ამ მანიაკებს, ამ ავადმყოფებს თავს ნუ გააბრიყვებინებთ!", - დასძენს "ქართული ოცნების" წევრი.
ჯაჭვლიანი უკრაინაში ევრომაიდანზე მიმდინარე მოვლენებს 2007 და 2011 წელს თბილისში დარბეულ მიტინგებს ადარებს ერთმანეთს და აღნიშნავს, რომ ქართველები ან ძალიან მაგრები არიან ან ,,გამო..ევებულები“, იანუკოვიჩი კი ,,გამოსირებულია“:
,,მე, სოსო ჯაჭვლიანი, ვიტყვი ჩემეულ სიმართლეს: 2007 წლის ნოემბერში და 2011 წლის 26 მაისს ვინმე რომ ჩამოსულიყო იგივე ევროპიდან და მომიტინგეებთან მოსულიყო, სააკაშვილის ბუნდღა აღარ იქნებოდა.
ასევე, შემიძლია თქმა დაკარგულ ტერიტორიებზე, ჩვენ ხომ დაგვყვეს და დაგვანაწილეს?
ახლა იანუკოვიჩი რომ გამოსირებულია, ხომ თვითონვე დაამტკიცა? ერთი კაცი რომ დაიღუპა, მაშინ უნდა ეშველა საქმისთვის. აუ, ბიჭო, ჩვენ, ქართველები, რა "მაგრები" ვყოფილვართ? უკრაინელებმა ბერკუტი დააჩოქეს.
ან მაგარი კულტურულები ვართ, ან ძალიან მაგარი გამოყ...ევებულები, გაიგე?! ჯერ მთავრობაში არ არიან მოსულები და უკვე იანუკოვიჩს დასდევენ „დასაბრედად“... ხელისუფლებაში მოსულები არ არიან და ქუჩიდან ნიშნავენ მინისტრებს, გესმის?!“- ამბობს ჯაჭვლიანი ,,კვირის ქრონიკასთან“ საუბრისას.
ჯაჭვლიანის თქმით, ამერიკაში მსგავსი აქციები რომ ყოფილიყო, მომიტინგეებს ,,ჩაჟუჟავდნენ“. როგორც პარლამენტარი აცხადებს ქართველმა ერმა გაურკვეველი მიზეზით შეიწყნარა ყოფილი ხელისუფლება, რომელიც 2012 წლის 2 ოქტომბერს გასაქცევად ,,ჩემოდანზე“ იჯდა.