"ვიმყოფები თვითიზოლაციაში"-დათო გომართელი

Image

მომღერალი დათო გომართელი, რომელიც იტალიაში საქართველოს საელჩოში მრჩევლად მუშაობს, სოცალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და წერს, რომ მის შესახებ არასწორი ინფორმაცია ვრცელდება.

 

 

  “ძვირფასო მეგობრებო, მსურს გამოვეხმაურო უახლოეს საათებში, სოციალურ ქსელებში ჩემს მიმართ არასწორი ინფორმაციების გავრცელებას.  მოგახსენებთ,რომ გადაუდებელი აუცილებლობის გამო და კერძოდ დედაჩემის ჯანმრთელობის გაუარესების დიდი რისკის გამო (დედა 90 წლის გახლავთ). მომიწია, ყველანაირი დიპლომატიური პროტოკოლის წესის დაცვით, იტალიიდან დროებით საქართველოში გამომგზავრება.  საქართველოში შემოსვლის დროს,საზღვარზე გავიარე დადგენილი შემოწმება და რეგულაციების თანახმად ვიმყოფები თვითიზოლაციაში და საბედნიეროდ ავადმყოფობის არანაირი სიმპტომები არ გამაჩნია.  ჩემი საქართველოში შემოსვლისთანავე დავრეკე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ცხელ ხაზზე (მსურვრლებს შეუძლიათ გადაამოწმონ) და მათგან მივიღე შესაბამისი რეკომენდაციები. სამწუხაროდ აღმოჩნდა,რომ ჩვენს ქვეყანაში კეთილი ადამიანების გარდა არსებობენ პიროვნებები, რომლებიც არსებული მძიმე მდგომარეობის მიუხედავად ავრცელებენ არასწორ და მავნებლურ ინფორმაციას. ამით ჩვენს ქვეყანას აგდებენ უფრო რთულ და პანიკურ სიტუაციაში. რაც ჩემი აზრით ძალზე საშიშია. არ დაუჯეროთ ასეთ „ფეიკ“ ინფორმაციებს  აქვე მსურს გითხრათ,რომ ძალზე შეწუხებული ვარ, რომ ამ კრიზისული სიტუაციის დროს მომიწია ჩემი კოლეგებისა და თანამშრომლების დატოვება იტალიაში. ქედს ვუხრი ყველა მათგანს, მათი პროფესიონალიზმისთვის, ქვეყნისა და საქმის ერთგულებისათვის.  კიდევ ერთხელ მსურს მადლიერების გრძნობა გამოვხატო ჩემი მეგობრებისა და საქართველოს ყველა მოქალაქის მიმართ, ვინც მართლა ალალად განიცდის არამარტო ჩვენს ქვეყანაში შექმნილ ვითარებას, არამედ მთელს სამყაროში არსებულ მძიმე მდგომარეობას. იცავს რეგულაციებსა და არ არღვევს კანონს”, – წერს მომღერალი.

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

დღის რომელ მონაკვეთში უსმენთ რადიოს ყველაზე ხშირად?