
კათოლიკური ეკლესია კორონავირუსით ინფიცირებულებს ცოდვებს შეუნდობს .
ამის შესახებ ნათქვამია წმინდა საყდრის მიერ მიღებულ დადგენილებაში.
„ინდულგენცია მიეცემა კორონავირუსით დაავადებულ მორწმუნეებს, რომლებიც კარანტინში
იმყოფებიან სახლებში ან საავადმყოფოში, ასევე სამედიცინო პერსონალს, ოჯახის წევრებს და
ყველას, ვინც ინფიცირებულებს უვლის“, – ნათქვამია დადგენილებაში.