-
2014-03-04 23:34
როგორც „როიტერი“ უკრაინელ მესაზღვრეებზე დაყრდნობით იტყობინება, ყირიმის ნახევარკუნძუილზე მდებარე უკრაინის საჯარისო ნაწილების მისადგომებსა და სტრატეგიულ ობიექტებს რუსი სამხედროები ტოვებენ.
ამასთან, სააგენტო იტყობინება, რომ მესაზღვრეების თქმით, ამ დრომდე ბლოკირებულია ქერჩის სრუტე ორი რუსული ხომალდით, ხოლო რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ხომალდები აგრძელებენ უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალების კუთვნილი მცურავი სასუალებების ბლოკირებას.
სახელდება კიდევ რამდენიმე ადგილი, რომელიც სამხედრო პირებს ჰქონდათ ბლოკირებული, ხოლო მას შემდეგ, რაც ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი არ აპირებს ჯარის შეყვანას ყირიმში, ტერიტორია დატოვეს.