ალბათ არც გაგკვირვებიათ პირველი ფილმის შესახებ, რომელიც გიორგი გილიგაშვილმა გაგვიზიარა. ეს ფილმი არის ქართველ დიდებულ მხატვარ ნიკო ფიროსმანაშვილზე. თვითნასწავლი მხატვარი ხეტიალობდა ქალაქის ქუჩებში და ხატავდა, მაგრამ არავინ იღებდა მის ნახატებს სერიოზულად. ნიკოლა ხსნის საჭმლის მაღაზიას და ცოტახანში გაკოტრდება კიდეც, ის ფასდაკლებით ყიდდა კარაქსა და ყველს მათთვის ვისაც არ ქონდა ფული. იგი უკვე სერიოზულად იყო ავად როდესაც დახატა მისი ბოლო ნახატი, რომელიც გაჟღენთილი იყო სინათლით და სიყვარულით.

საწვრთნელი დღე
TRAINING DAY
მეორე რჩეული ფილმი ეხება, ახალბედა გამოუცდელ პოლიციელს, მას სამსახურში თანაპარტნიორად შეხვდა თაღლითი პოლიციელი, რომელიც ორმაგ თამაშს თამაშობს. თუ როგორ ვითარდება მოვლენები, ამას ფილმში თავად ნახავთ.

კუნძლი
THE ISLAND
ფილმი სიკეთეს გვასწავლის. ნავს, რომლითაც ანატოლის და მის უფროს მეგობარს ტიხონს ნახშირი გადააქვთ, გერმანული სადარაჯო გემი დაესმხმევა თავს. გერმანელებისთვის დანდობის თხოვნისას, ანატოლი ღალატზე წავა - ტიხონს დახვრიტავს. გერმანელები მას დანაღმულ ნავზე დატოვებენ, მაგრამ ბერების დახმარებით, რომელიც კუნძულზე მდებარე მონასტერში ცხოვრობენ, ის გადარჩენას შეძლებს. დრამის მოყვარულები ამ ფილმით უდაოდ ნასიამოვნები დარჩებით.
