გავრცელებული ინფორმაციით, Goldman Sachs-ის დახურული თათბირის ფარული ჩანაწერი ერთ-ერთმა მონაწილემ გააკეთა და შემდეგ გამოაქვეყნა.
ახალი ტიპის კორონავირუსის COVID-19-ის პიკი რვა კვირაში დადგება, ამის შემდეგ დაავადება უკან დაიხევს, სიკვდილიანობა 2%-ს შეადგენს, წერს ჟურნალი Forbes.
გავრცელებული ინფორმაციით, თათბირი გასულ კვირაში გაიმართა და მას, კომერციული ბანკების წარმომადგენლების გარდა, Goldman Sachs-ის მთავარი ეკონომისტი და მედიკოსი — იან ჰაციუსი და მაიკლ რენდელიც ესწრებოდნენ. Forbes-ი წერს, რომ ფარული ჩანაწერი თათბირის ერთ-ერთმა მონაწილემ გააკეთა და მოგვიანებით გაავრცელა.
კერძოდ, ქსელში მოხვდა აშშ-სა და გერმანიაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობის პროგნოზი: 50% და 70%, შესაბამისად. აქედან დაავადება მსუბუქი ფორმით ჩაივლის 80% შემთხვევებში, საშუალოდ — 15%-ში, ხოლო კრიტიკულ მდგომარეობაში 5% აღმოჩნდება. ამასთან, სიკვდილიანობა საშუალოდ 2%-ს შეადგენს.
ჩანაწერიდან ირკვევა, რომ ვირუსის პიკი დაახლოებით რვა კვირაში დადგება, რის შემდეგაც COVID-19 უკან დაიხევს.
ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის სპეციალური პროექტის მონაცემებით, ახალი ტიპის კორონავირუსი COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობამ მსოფლიოს მასშტაბით 198 004 კაცს მიაღწია, აქედან გარდაცვლილია 7 948 და განკურნებულია 81 950 ადამიანი.
წყარო