ისინი, ვინც თვითიზოლაციის წესებს არ იცავენ, სულელები არიან, - განაცხადა საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა კრისტოფ კასტანერმა რადიოსადგურ Europe 1-ის ეთერში, - ინფორმაციას ამის შესახებ europe1 ავრცელებს.
„ზოგიერთს მიაჩნია, რომ თუ წესებს დაარღვევს, პატარა გმირი გამოდის. ნურას უკაცრავად, გმირები კი არა სულელები გამოდიხართ ასეთი ქცევით, რადგან პირველ რიგში თქვენს თავს უქმნით საფრთხეს“, - აღნიშნა საფრანგეთის შს მინისტრმა.