-
2020-03-18 22:50
ჯანდაცვის მინისტრის შემდეგ, რომელმაც განაცხადა, რომ მოქალაქეების აგრესიული ტესტირება დაიწყება, ამ თემაზე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილეც საუბრობს.
პაატა იმნაძემ ტვ პირველის ეთერში ე. წ. სწრაფ ტესტებზე ისაუბრა.
“სიტუაცია როგორია – გადატანითი მნიშვნელობით ვამბობ, დღეს, ვინც დაახველებს და იტალიაში იყო, ყველას ვტესტავთ პოლიმერაზულ ჯაჭვური რეაქციით, მერე უბრალოდ ვინც დაახველებს, ყველას გატესტავენ სწრაფი ტესტებით”, – აცხადებს იმნაძე.