კორონავირუსმა ევროპის ყველა ქვეყანაში შეაღწია

Image

ვირუსმა ევროპის იმ ერთადერთ ქვეყანაშიც შეაღწია, რომელშიც COVID-19 დაფიქსირებული ამ დრომდე არ იყო. მონტენეგროში ინფიცირების უკვე 2 შემთხვევაა. კორონავირუსმა უკვე მთელი ევროპა მოიცვა. ევროკავშირი საზღვრებს 30 დღით კეტავს. საგანგებო რეჟიმზე გადასვლის გადაწყვეტილება დღეს დამატებით მიიღო კიდევ რამდენიმე ქვეყანამ, მათ შორის მოლდოვამ და ბოსნია-ჰერცეგოვინამ. საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა დღეს კოლუმბიასა და ბოლივიაშიც.

 

 

"მაქსიმუმ, 2 კვირაში ინფიცირების შემთხვევები კლებას დაიწყებს, მაგრამ ეს პერიოდი ფრთხილად უნდა გადავიაროთ, რადგან, შესაძლოა, ადამიანი ვირუსის მატარებელი იყოს, თუმცა სიმპტომები არ აღენიშნებოდეს. ეპიდემიასთან ბრძოლისთვის მკაცრი ზომები უნდა გავატაროთ, ეს ყველაფერი, ცხადია, დროს მოითხოვს,"- განაცხადა საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრმა ოლივიე ვერანმა.

"ეპიდემიას ჩვენს ეკონომიკაზე დიდი გავლენა აქვს. ეს არის შოკი მთელი მსოფლიოსთვის. მსგავსი ფაქტის წინაშე აქამდე არ ვყოფილვართ. ვირუსი არის ჩვენი მტერი და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენი მოქალაქეები დავიცვათ. აშკარაა, რომ მასთან ბრძოლა კიდევ დიდხანს მოგვიწევს, ამიტომ ყოყმანის გარეშე გავატარებთ უმკაცრეს ზომებს,"- განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ვონ დერ ლეიენმა.

 

 

ექიმები აცხადებენ, რომ ვირუსთან ბრძოლის ყველაზე ეფექტური საშუალება პრევენცია და კონტროლია. 

 

 

კვლავ მძიმეა ვითარება იტალიაში, საფრანგეთსა და ესპანეთში. მხოლოდ იტალიაში ვირუსისგან დაღუპულთა რაოდენობა 2 ათას 500-ს გასცდა. ესპანეთში 533 დაღუპულია, საფრანგეთში კი 175. ათასობით არის დაინფიცირებულების რაოდენობა.

 

 

 

 

 

წყარო:რუსთავი2

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

დღის რომელ მონაკვეთში უსმენთ რადიოს ყველაზე ხშირად?