-
2020-03-18 13:58
საქართველოში კორონავირუსის სტატისტიკაზე საუბარი ამ ეტაპზე ნაადრევია. ამის შესახებ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძემ განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ ბავშვები შესაძლოა ინფექციის გავრცელების დამატებითი წყარო გახდნენ უფროსი თაობისთვის.
ჟურნალისტების კითხვაზე თუ როდის შეიძლება ველოდოთ ქვეყანაში ვირუსის შიდა გავრცელებას იმნაძემ შემდეგი პასუხი გასცა:
„ნოსტრადამუსი ნამდვილად არ ვარ და არც ვანგა. აქედან გამომდინარე, ქვეყანაში ყველაფერი იმის მიხედვით გაკეთდება, რაც იქნება მოსალოდნელი ასეთ სიტუაციაში“, - განაცხადა იმნაძემ.