
გორის მონაკვეთზე პოლიცია იმ პირის დაკავებას ცდილობს, რომელმაც თვითიზოლაციის წესი დაარღვია. ამის შესახებ ინფორმაციას dianews.ge ავრცელებს. როგორც სააგენტო წერს, მოქალაქე, რომელსაც თვითიზოლაციაში ყოფნის რეკომენდაცია ჰქონდა მიცემული, წესი დაარღვია და საზოგადოებრივი ტრანსპორტით იმგზავრა.
უწყებაში ინფორმაციას არ უარყოფენ, თუმცა აცხადებენ, რომ თვითიზოლაციის წესის დარღვევის შემთხვევათა უახლეს სტატისტიკას, ოფიციალურ გევრდზე განათავსებენ.