
"ვითიბი ბანკი " ქვეყანაში განვითარებული მოვლენების გამო, 21 მარტს არ იმუშავებს.
ინფორმავცია ამის შესახებ ბანკის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა:
"ძვირფასო მომხმარებლებო,
გაცნობებთ, რომ ქვეყანაში განვითარებული მოვლენების გამო, შაბათს, 21 მარტს, ვითიბი ბანკის
ფილიალები, გარდა 24 საათიანი ფილიალისა (მის. ი. ჭავჭავაძის გამზ. #2) არ იმუშავებს.
ვითიბი ბანკის მომხმარებელს აქვს შესაძლებლობა, მიიღოს ყველა სახის საბანკო სერვისი სახლიდან
გაუსვლელად, ინტერნეტ, მობაილ და ვიდეო ბანკის მეშვეობით."-წერია განცხადებაში