
საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარემ ნინო ზამბახიძემ, აჭარა ჯგუფის აღმასრულებელმა დირექტორმა ვალერი ჩეხერიამ და ბიზნეს აქსელერატორი სპარკის მენეჯერმა სანდრო კანდელაკმა, COVID 19 ვირუსის გავრცელების წინააღმდეგ ახალი პლატფორმა –www.1anoba.ge შექმნეს.
პლატფორმა, მთელი საქართველოს მასშტაბით გააერთიანებს მოხალისეობის მსურველებს , რომლებიც ჩაერთვებიან COVID 19 ვირუსის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლაში.
პროექტის შესახებ:
“მთელი მსოფლიო და, მათ შორის, საქართველოც COVID 19 ვირუსის გავრცელების წინააღმდეგ ყოველდღიურად იბრძვის. როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო სექტორი აქტიურად არის ჩართული სხვადასხვა პროცესებში. ამიტომ, მეგობრებმა გადავწყვიტეთ შეგვექმნა პლატფორმა, რომელიც გულანთებულ, მოტივირებულ ადამიანებს გაგვაერთიანებს, ჩვენს ქვეყანაში არსებული გამოწვევების დაძლევის მიზნით.
ისტორიულად, ჩვენს ქვეყანაში მძიმე სიტუაციებში სამოქალაქო ჩართულობა დიდ როლს თამაშობდა კრიზისული მდგომარეობიდან გამოსვლის მხრივ. ვფიქრობთ, ახლაც მსგავსი საჭიროება დგას.
გამარჯვება ერთიანობაშია და ეს ჩვენ ყველაზე კარგად გამოგვდის.
ნებისმიერ მსურველს, ვისაც სურს იყოს ქვეყნის მოხალისე, გთხოვთ შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა.”