გიორგი გახარია - კორონავირუსის შეჩერების ეტაპიდან გადავდივართ გავრცელების ეტაპზე, ამიტომ მზად უნდა ვიყოთ

Image

მისივე განმარტებით, ვირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა გაიზრდება და ამისთვის პირველ რიგში ჯანდაცვის სისტემა უნდა იყოს მზად.

 

„გვაქვს სასიხარულო ინფორმაცია, რომ პირველი გამოჯანმრთელებული ადამიანი საავადმყოფოდან გაეწერა. მიუხედავად იმისა, რომ ის თვითიზოლაციაში რჩება, მაგრამ სამკურნალო დაწესებულებიდან არის გასული, ეს არის პირველი შემთხვევა და რა თქმა უნდა, ამის გამო ჩვენ მადლობა უნდა გადავუხადოთ ჩვენი სამედიცინო სექტორის თანამშრომლებს, რაც ძალზედ მნიშვნელოვანია. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ გვაქვს დამშვიდების საფუძველი ან საბაბი, პირიქით, დღეს ჩვენ აბსოლუტურად მკაფიოდ შეგვიძლია ვთქვათ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ბოლო კვირების განმავლობაში საბჭო და მთავრობა ეფექტურად ახორციელებდა ინფექციის განვითარების, იმპორტირების და შეჩერების ფუნქციას, დღეს უკვე ჩვენ ფაქტობრივად, გადავდივართ გავრცელების ეტაპზე, რაც პირდაპირ ნიშნავს იმას, რომ რაოდენობა შემთხვევების გაგვეზრდება. ეს არის ობიექტური რეალობა და ამაზე უნდა ვისაუბროთ ღიად. გარდა ამისა, ეს ნიშნავს იმას, რომ ზოგადად მენეჯმენტი და მიდგომები პროცესის უნდა შეიცვალოს. პრინციპული მნიშვნელობა აქვს იმას, რომ ჩვენ შეჩერების ეტაპიდან გადავდივართ გავრცელების ეტაპზე. ეს გადასვლა არის ძალზე მნიშვნელოვანი და ჩვენ მზად უნდა ვიყოთ ამისთვის და პირველ რიგში მზად უნდა იყოს ჯანდაცვის სისტემა. ჯანდაცის სისტემის მზაობა ნიშნავს იმას, რომ უნდა იყოს მზად გაზრდილი რაოდენობის პოაციენტების მომსახურებისთვის“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !