-
2014-03-04 14:51
კინომცოდნე გოგი გვახარია სოციალურ ქსელში უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება. გვახარია „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს, რომ „ვინც პუტინის რეჟიმს უპირისპირდება, ათმაგად უფრო გმირია, ვიდრე ყველა სხვა“:
„არაპოპულარულ რამეს ვიტყვი, არ მოეწონებათ "ორ რუსეთზე მოქილიკეებს", მაგრამ ვინც დღეს რუსეთში უკრაინაში შეჭრის მიმართ პროტესტს გამოხატავს, ვინც პუტინის რეჟიმს უპირისპირდება, ათმაგად უფრო გმირია, ვიდრე ყველა სხვა, მაედანზე თუ მაედნის გარეთ.
ვიცი, რაც ხდება რუსეთში ჩემი მეგობრებისგან, ვიცი რამდენად საშიშია იქ სიმართლის თქმა - აქეთ პუტინის რეჟიმი გაგთელავს, იქით ამ რეჟიმის პროპაგანდის მსხვერპლი - ბრბო“, - წერს გვახარია.