-
2014-03-04 14:21
პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს.
დეპუტატის ვარაუდობს, რომ უკრაინაში, ომის გაჩაღების შემთხვევაში, ჩრდილოეთ კავკასიაში კონფლიქტი განახლდება:
„არ არის გამორიცხული, ჩრდილოეთ კავკასიაში, პარალელურ რეჟიმში მოხდეს ცეცხლის განახლება. რამდენადაც ამის ინფორმაცია არის და სხვადასხვა საინფორმაციო წყარო უკვე ადასტურებს, რომ სხვადასხვა რელიგიური და პოლიტიკური ჯგუფები, უკრაინაში ომის გაჩაღების შემთხვევაში, აპირებს რეაქციის გამოვლენას ჩრდილოეთ კავკასიაში. ღმერთმა არ ქნას ყარაბაღის კონფლიქტი გაანხლდეს, ფორნტის ხაზი რამდენიმე ნაწილად დაიყოფა“, - განაცხადა სესიაშვილმა ტელეკომპანია „კავკასიის“ ეთერში.