-
2014-03-04 14:15
ნობელის პრემიის ლაურეატი, თურქი მწერალი ორჰან ფამუქი საქართველოს 12 თებერვალს ეწვევა. თბილისში ფამუქის ვიზიტის ინიციატორი თავისუფალი უნოვერსიტეტი და ბაკურ სულაკაურის გამომცემლობაა.
თავისუფალი უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერის დავით გორგილაძის განცხადებით, ფამუქი 12 მარტს თბილისში საჯარო ლექციას თავისუფალი უნივერსიტეტის დიღმის საუნივერსიტეტო კამპუსში წაიკითხავს.
უნივერსიტეტში მიმდინარე ლიტერატურული კვირეული თურქი მწერლის საჯარო ლექციით დასრულდება. ლექცია დახურული იქნება და მასზე დასწრება მხოლოდ უნივერსიტეტის სტუდენტებსა და პროფესორებს შეეძლებათ.
მწერალი 13 მარტს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრში ფართო საზოგადოებას შეხვდება. შეხვედრაზე დასწრება მოსაწვვებით იქნება შესაძლებელი. მოსაწვევს მკითხველი ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის ვებგვერდის საშუალებით მიიღებს. ორჰან ფამუქი თბილისს 14 მარტს დატოვებს.