-
2020-03-14 17:48
საღამოს სამსახურიდან შინ დაბრუნებულ ადამიანებს ხშირ შემთხვევაში დაღლილობისგან ბევრი რამ
ავიწყდებათ.
დილით ვდგებით, თავს ვიწესრიგებთ, ვიცვამთ განწყობის შესაფერის ტანისამოსსა და ფეხსაცმელს.
სტრესი და დაღლილობა თავის გასამართლებლად კარგი მიზეზია, მაგრამ ამ უკანასკნელს(ფეხსაცმელს)
დიდი ყურადღბა უნდა მივაქციოთ.
გვიყვარს ლამაზი და მოხდენილი ფეხსაცმელი, განსაკუთრებით ქალებს, მაგრამ მასაც აქვს თავისი უარყოფითი
მხარეები. ხშირად, როდესაც სახლში შევდივართ, ფეხსაცმლით მთელს სახლს შემოვივლით -ეს მეცნიერების
თქმით დიდი დანაშაულია.

ბოლო კვლევა ამ საკითხთან დაკავშირებით ჰიუსტონის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ჩაატარეს და აღმოაჩინეს, რომ ფეხსაცმლის ძირების 39 პროცენტი ისეთი ბაქტერიებით ბინძურდება, რომელსაც შეუძლია გამოიწვიოს სერიოზული დაავადებები და ინფექციები. იმისათვის რომ დაახლოებით 2 მილიონი ბაქტერია აიცილოთ თავიდან, საჭიროა თქვენი ფეხსაცმელი კარებთან დატოვოთ და სახლის ფეხსაცმლით ჩაანაცვლით ის.

ასე აიცილებთ იმ დაავადებებს თავიდან, რომელიც ფეხსაცმლით სახლში სიარულითაა გამოწვეული.