
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ დღეს გამართულე ბრიფინგზე განაცხადა, რომ 5 ახალი შემთხვევა დაკავშირებულია იტალიასთან. თუმცა, მან ასევე აღნიშნა, რომ დღეის მდგომარეობით ქვეყანაში არის ე.წ. მესამეული გადაცემა, ანუ კონტაქტის შემდგომი კონტაქტი.
"დღევანდელი დილის მონაცემებით 30 შემთხვევაა დაფიქსირებული, ანუ 5 ახალი შემთხვევა, ეს
ისევ და ისევ უკავშირდება იტალიას, გვაქვს მესამეული გადაცემა, ანუ კონტაქტის შემდგომი კონტაქტი."
აღნიშნა ამირან გამყრელიძემ
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების რიცხვი 30-მდე გაიზარდა. კარანტინის რეჟიმში 418 ადამიანია, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას 54 ადამიანი გადის.
ლუგარში საერთო ჯამში 700 მდე ნიმუშია ტესტირებული.