
საქართველოში კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი აცხადებს, რომ ხუთი პაციენტი, რომელსაც კორონავირუსი დღეს დაუდასტურდა, სავარაუდოდ იტალიასთან არის დაკავშირებული.
„ერთადერთი ვიცი, რომ იტალიასთან არის დაკავშირებული, მაგრამ თავად იყვნენ იტალიაში, თუ იქიდან ჩამოსულმა დაასნებოვნეს, ამას გავიგებ მას შემდეგ, რაც დავუკავშირდები თანამშრომლებს“, – განაცხადა ცერცვაძემ.