-
2014-03-04 13:40
შავ ზღვაში უკრაინის საზღვაო ფლოტის ფლაგმანი, ფრეგატი „გეტმან საგაიდაჩნი“ სტამბულისკენ უკრაინის სახელმწიფო დროშით მიცურავს.
ინფორმაციას სტამბულში უკრაინის გენერალური კონსული გრიგლ ბოიკო ავრცელებს. გამოქვეყნდა ასევე ვიდეომასალა, სადაც უკრაინის დროშით მცურავი „გეტმან საგაიდაჩნი“ ჩანს.
ინფორმაციის მიხედვით, ფრეგატი დარდანელის სრუტის გავლით მიემართება, ხოლო ბოსფორის სრუტის გავლით სტამბულში საღამოს შევა, სადაც მას ადგილობრივი უკრაინელები და მეზღვაურები საზეიმო დახვედრას მოუწყობენ.
შეგახსენებთ, რომ სევასტოპოლის პორტიდან „გეტმან საგაიდაჩნის“ გასვლისთანავე რუსულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ფრეგატის შემადგენლობა რუსეთის მხარეს გადავიდა და რუსეთის სახელმწიფო დროშა აღმართა, რაც არ დადასტურდა.
სინამდვილეში „გეტმან საგაიდაჩნიმ“, რომლის ეკიპაჟმა მიიღო გადაწყვეტილება, არ დამორჩილებოდნენ რუსი სამხედროების ულტიმატუმს, დილსოკაციის ადგილი შეიცვალა და ოდესისკენ გაემართა.