
კორონავირუსით მაკგრეგორის დეიდა გარდაიცვალა.
როგორც UFC-ის მებრძოლი Instagram-ზე წერს, დუბლინის ერთ-ერთ ტელევიზიაში სტუმრობისას დაურეკეს და აცნობეს, რომ მისი დეიდა აღნიშნული ვირუსის გამო გარდაიცვალა.
''ჩემი საყვარელი დეიდა, მე ის აღარ მყავს. დუბლინის ტელევიზიაში ვიმყოფებოდი, დიდებული, საამაყო დღე იყო, ოჯახთან ერთად სტუდიაში წავედი, თავს შესანიშნავად ვგრძნობდი, მაგრამ დამირეკეს და მითხრეს, რომ ჩემი უსაყვარლესი დეიდა კორონავირუსით გარდაიცვალა. მე ის აღარ მყავს, ეს წყეული ვირუსი...
მშვიდობით განისვენე ენი, მე შენ მიყვარხარ.''