
საქართველოში სამუშაო ვიზიტად მყოფმა გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა, შტეფან ფულემ განაცხადა, რომ მას დღეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქთან შეხვედრა აქვს დაგეგმილი.
ამის შესახებ კომენტარი ფულემ საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა:
"მე დღეს ვხვდები საქართველოს პატრიარქს. მე დავარწმუნებ მას ევროკავშირის სახელით, რომ ჩვენ არავითარი განზრახვა საქართველოს ტრადიციული ღირებულებების წინააღმდეგ არ გაგვაჩნია. რასაც მხარს ვუჭერთ, გახლავთ საერთაშორისოდ აღიარებული ღირებულებები: ტოლერანტობა, ღირსება და პატივისცემა", - განაცხადა ფულემ.