-
2014-03-04 13:23
გასული წლის თებერვალთან შედარებით მიმდინარე წლის იმავე პერიოდში ინფლაციის დონემ საქართველოში 3.5 % შეადგინა.
„საქსტატის“ მიერ გავრცელებული მონაცემების თანახმად წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფში:
სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში ფასები გაიზარდა 5,7 პროცენტით, რამაც წლიური ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე 1,73 პროცენტული პუნქტით მოახდინა გავლენა. ჯგუფში ფასების მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე (46,6 პროცენტი). ფასები გაიზარდა ასევე რძის, ყველისა და კვერცხის ქვეჯგუფზე (4,2 პროცენტი) და თევზეულზე (2,9 პროცენტი). ამასთან, ფასები შემცირდა ზეთსა და ცხიმზე (-4,2 პროცენტი) და ხილისა და ყურძნის ქვეჯგუფზე (-3,2 პროცენტი);
საცხოვრებელი, წყალი, ელექტროენერგია, აირი. მოცემულ ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 9,3- პროცენტიანი მატება, რამაც წლიური ინფლაციის მთლიან მაჩვენებელში 0,77 პროცენტული პუნქტი შეიტანა. ფასები გაიზარდა საცხოვრებლის მიმდინარე მოვლა-შეკეთებაზე (9,4 პროცენტი);
ალკოჰოლური სასმელები, თამბაქოს ჯგუფზე ფასები გაიზარდა 7,7 პროცენტით, რაც თებერვლის თვის წლიურ ინდექსზე 0,40 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასების მატება დაფიქსირდა თამბაქოს ნაწარმზე.