
უკრაინული გამოცემა „პოლტავა ნიუსის“ ცნობით, საქართველოს მოქალაქე მილიციამ იარაღის ტარებისთვის დააკავა. მას საბუთი არ აღმოაჩნდა.
28 წლის მამაკაცს თან ჰქონდა პისტოლეტი "ZORAKI MOD.914-5“, რომლის მჭიდშიც რეზინის ტყვიებია აღმოჩენილი.
დაკავებულს ორიდან 5 წლამდე პატიმრობა ემუქრება.