
კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო, “დისნეი” მსოფლიოში უმსხვილესი გასართობ “უოლტ დისნეის დასვენების მსოფლიო ცენტრს” ხურავს. ამის შესახებ ინფორმაციას edition.cnn.com ავრცელებს.
“ჩვენ ვუფრთხილდებით როგორც თანამშრომლების, ისე სტუმრების ჯანმრთელობას, ვირუსმა მთელი მსოფლიო მოიცვა, ამიტომ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება” – აღნიშნა “დისნეის” სპიკერმა განცხადებაში.