-
2020-03-13 13:43
საქართველოს მომხმარებელთა ფედერაციის თავმჯდომარე, მადლონა კოიძე იზიარებს აზრს იმასთან დაკავშირებით, რომ
ფულთან შეხების დროს ვირუსის გავრცელების მაღალი რისკი არსებობს.
მომხმარებელთა ფედერაციის თავმჯდომარის თქმით, სასურველია, რომ პატარა ქარხნებსა და საწარმოებში ერთი და
იმავე ადამიანს არ ჰქონდეს ფულთან შემხებლობა.
მოგეხსენებათ, პური ყველაზე მნიშვნელოვანი საკვები პროდუქტია და ყოველდღიურად დიდი რაოდენობით
იყიდება.რადიო "აფხაზეთის ხმასთან" საუბარში მადონა კოიძე ამბობს, რომ შეფუთვის გარეშე პურის
რეალიზაცია არ უნდა ხდებოდეს.
"ხშირად ვხედავთ დახლებსა თუ დიდ სუპერმარკეტებში შეფუთვის გარეშე დალაგებულ პურებს ,
ამ დროს უამრავ ადამიანს, მომხმარებელს, შეუძლია ხელით შეეხოს მას. ამიტომ, სწორად მიმაჩნია
ის ფაქტი, რომ პურის რეალიზაცია შეფუთვის გარეშე არ უნდა ხდებოდეს"-მადონა კოიძე