
საუდის არაბეთის სამეფოს დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Flynas-ი საქართველოს მიმართულებით ფრენებს დროებით, აჩერებს. ინფორმაცია AviaNews-სს თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორ კომპანია „ტავ ჯორჯიაში” დაუდასტურეს. აღსანიშნავია, რომ Flynas-ი თბილისის მიმართულებით ოპერირებას 16 მარტიდან აპრილის ბოლომდე პერიოდში წყვეტს.
Flynas-ი საქართველოს ავიაბაზარზე 2018 წელს შემოვიდა და საუდის არაბეთის ქალაქებიდან ფრენებს თბილისისა და ბათუმის მიმართულებით ასრულებდა.