"გიტარაზე დაკვრა 13 წლის ასაკში დავიწყე"-ინტერვიუ გიორგი წერეთელთან

Image

სიმღერა ოდნავ მოგვიანებით, დაკვრა კი 13 წლის ასაკში დაიწყო, როგორც თავად ყვება

ერთხელაც გიტარა ხელში აიღო და სიმებს ჩამოკრა:“დედაჩემს ვთხოვე, გიტარაზე

შემიყვანეთქო, ჩემი უფროსი ძმა დადიოდა და მაინცდამაინც კარგად ვერ შეითვისა,

ამიტომ  მეც უარი მითხრა. ახლა ვხვდები, რომ მაშინ ეს ჩემთვის უფრო მეტი სტიმული

იყო იმ გაგებით, რომ თავად შევეცადე ამ ინსტრუმენტს დავუფლებოდი, ცოტა ხანში

ანსამბლ „ექოში“ მოვხვდი, მაშინ 15 წლის ვიყავი“ თავდაპირველად მათ რეპეტიციებს კულტურის სახლში

ესწრებოდა, სადაც ა ძველი, გაფუჭებული გიტარა ნახა, შეაკეთა და დაკვრაც დაიწყო.

 

 

16 წლისამ თავისი პირველი ნაწარმოები დაწერა, ფორტეპიანოზე სიარულიც დაიწყო და

მალევე ანსამბლ“ექოს“ მუსიკალურ ხელმძღვანელად დანიშნეს: “მერე ვტრაბახობდი

16 წლის ასაკაში მუსიკალური ხელმძღვანელი ვართქო“

მუსიკალური სასწავლებლების დასრულების შემდეგ რუსეთში წავიდა, დაიწყო სი

მღერაც და რუსეთის ერთ-ერთ რესტორანშიც  მღეროდა.

 

რუსეთიდან დაბრუნების შემდეგ სტუდია გახსნა, სადაც  ბავშვებს ვოკალში

ამზადებდა, მალევე ერთ-ერთი რესტორნის არტმენეჯერიც გახდა. :“პარალელურად

ვწერდი სიმღერებს, სწორედ იმ პერიოდში შეიქმნა ჩემი პირველი ჰიტი „პაჩები

და  პუჩები“,რომლის სატელევიზიო პრემიერის შემდეგ განსაკუთრებული

პოპულარობა მოვიდა და ფართო საზოგადოებამ გამიცნო“

 

შემდეგ იყო ალუბლები, რომელიც მსმენელმა პირველი ჰიტის მსგავსად შეიყვარა.

 

ოდნავ მოგვიანებით გიორგი წერეთელი დუეტში მღეროდა. :“სადუეტო სიმღერებიც

ჩემი დაწერილია, როგორც დუეტი ხალხმა ძალიან შეიყვარა, მოგეხსენებათ ლოლა

რუსულ სიმღერებს ასრულებდა , ამიტომ ცვდილობდი ტექსტებიც ისე დამეწერა

მას რომ გაადვილებოდა,მაგრამ ვამბობ ხოლმე , რომ „პაჩებმა და პუჩებმა“

მსოფლიო მომატარა, ეს კომპოზიცია იყო გარდამტეხი ჩემი პოპულარობისა“

 

„ვწერდი ჩემი კოლეგა მეგობრებისთვისაც  დუეტებს, რომლებსაც

ყოველკვირეულად ერთ-ერთ გადაცემაში წამყვანთან ერთად ასრულებდნენ,

მახარებს ის ფაქტი, რომ ჩემი დაწერილი სიმღერები თითქმის ყველა მომ

ღერალს ერთხელ მაინც აქვს შესრულებული“

 

სიმღერებს ზოგჯერ ვინმეს თხოვნითაც წერს და გვიყვება იმ სიმღერის შექმნის

ისტორიას, რომელიც მსმენელმა მალევე შეიყვარა:“ეს იყო თვალებხატულა,

ბევრისთვის ნაცნობი სიმღერა, რომელიც შეკვეთით დავწერე, ეს სიმღერა

ქალს, ხათუნას ეძღვნებოდა, სწორედ  ამ ქალბატონის მეუღლემ მთხოვა დამეწერა,

მოგვიანებით „ჩემო ხათუნას“ ნაცვლად თვალებხატულა ჩავსვი და გავადუეტე,

ჰიტიც მალევე გახდა.  ისრაელსა და ამერიკაში კონცერტის დროს ეს კომპოზიცია

ყოველთვის სრულდება .

 

როგორც თავად ამბობს, ქალაქური სიმღერები მსმენელს განსაკუთრებულად უყვარს, თუმცა

შემსრულებელი ცდილობს თავი სხვადასხვა ჟანრშიც მოსინჯოს.:“მაქვს სიმღერა „ნუ შეხედავ

სხვას,“ რომელშიც ჯაზური ელემენტები შევიტანე და ძალიან მოუხდა, თვითონ ჰიტი

არ გამხდარა, თუმცა სარესტორნო სივრცეში ძალიან მოიწონეს და მათი პროგრამაც სწორედ

ამ კომპოზიციით იწყება.

 

 

გიორგი წერეთელს სიმღერების არანჟირებას დავიდ დავიდოვი და ცირა ბზიშვილი უკეთებს

„ეს ორი არაჩვეულებრივი და ნიჭიერი ადამიანი ძალიან მეხმარება, თითქმის ყველა სიმღერა

სწორედ მათი არანჟრებითაა გაკეთებული, ცირასთან ერთად ამ ეტაპზე ახალ სიმღერაზე სა

ხელწოდებით“სიჩუმეა“ ვმუშაობთ, სტუდიურ  ჩაწერას ისრაელში გავაკეთებთ, მთავარია ,

იმ პროდუქტს, რასაც ვქმნით, მინდა იყოს რახისხიანი და ეტყობოდეს, რომ მასზე ბევრი

დრო და ენერგია დაიხარჯა, ამას მსმენელი ყოველთვის ხვდება, ცირა კომპოზიტორიცაა და

ამიტომ, მე, როგორც კომპოზიტორს ,ძალიან მიადვილდება მასთნ ურთიერთობა, ძალიან 

კარგად ვუგებთ ერთმანეთს“

 

ამბობს, რომ მუსიკა ერთ-ერთი პროდუქტია, რომელიც იყიდება, შესაბამისად

ის ყოველთვის ცდილობს მისი საღამოებით, რომელიც რესტორანში ხშირად იმართება,

ადამიანები კმაყოფილები დარჩნენ :“რესტორანი ისეთი თემაა, თუ ადამიანი

სიმღერით კმაყოფილია, ის ყველაფრით კმაყოფილი უნდა იყოს, გარემოთი თუ საკვებით,

ჩემთვის  რესტორნის სცენა ხელწამოსაკრავი არ არის , რესტორნის სცენაზე ვინც დგას ,

ისინი ნამდვილად პროფესიონალები არიან“

 

 

ყოველთვის  უნდოდა ჰქონოდა თავისი სივრცე, თავისი რესტორანი და ადამიანებს

ისე მომსახურებოდა, როგორც წარმოეგინა, ეს სურვილიც აიხდინა და დღეს

ერთ-ერთი რესტორნის მფლობელია:“როცა იმ რესტორნიდან წამოვედი, სადაც

წლების წინ ვმღეროდი, ვთქვი, რომ მე თუ ვიმუშავებ რესტორანში, მხოლოდ

ჩემს რესტორანშითქო, მინდა ყველაფერი ვაკონტროლო და სტუმრებს კომფორტი

შევუქმნა, ყოფილა შემთხვევა, როცა სცენიდან ჩავსულვარ, შევსულვარ

რესტორნის სამწვადეში, წინსაფარი გამიკეთებია, შემიწვია და ისევ სიმღერა

გამიგრძელებია, მსმენელი ვერაფერს მიხვდა და სტუმარმა ისიც არ იცოდა,

რომ მწვადი, რომელსაც მიირთმევდა გიორგი წერეთელმა შეწვა, მოკლედ

რომ ვთქვათ, ჩემი რესტორანი, ჩემი ოჯახი გახდა“

 

 

სიმღერები დაახლოებით თხუთმეტ ენაზე აქვს  შესრულებული, გამომდინარე

იქედან, რომ შემსრულებელს სხვადასხვა ეროვნების მსმენელთან აქვს ურთიერთობა თვლის ,

რომ ყველას უხარია თუ შემსრულებელი  მათ ენაზე ამღერდება.

 

მომღერალმა ცოტა ხნის წინ საყვარელი ადამიანიც იპოვა და მასთან ერთად

ცხოვრობს:“ჩემს ცხოვრებაში გამოჩნდა ადამიანი, რომელმაც ჩემს გულში სითბო

შემოიტანა, ჩემთვის ქალის იდიალი არის ქალბატონი, რომელიც კარგ ოჯახშია

გაზრდილი, ოჯახში, სადაც მნიშვნელოვანია არა ქონებრივი ფასეულობები, არამედ

პატიოსნება და ოჯახის სიყვარული, ჩემი თამილაც ზუსტად ასეთ ტრადიციულ ოჯახში

გაზრდილი ქალია, არის ოჯახისა და ადამიანების მოყვარული, ძალიან მზრუნველია,

ჩემი თვალები ხედავს ულამაზეს არსებას. ჩემთვის ყველაზე მთავარი სულიერი სი

ლამაზეა, ესაა ჩემთვის მესამე ოჯახი , მესამე სიყვარული, რომელიც მოვიდა.

ყოველ ჯერზე მეგონა, რომ აღარ შევქმნიდი,აღარ შევიყვარებდი და კარიერაში გადავერთ

ვებოდი მთლიანად, თუმცა სიყვარული ისე მოდის , არც გეკითხება“

 

900.jpg

 

 

შეგახსენებთ, რომ გიორგიმ მეუღლე, თამილა მარეხაშვილი თავის დაბადების დღეზე

საზოგადოებას გააცნო. თამილა 36 წლის არის : 

 

ფოტოები:

 

98.jpg

 

68.jpg

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !