
სევასტოპოლში, სადაც დისლოცირებულია უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო-საზღვაო ფლოტის ხომალდები, დღეს დილით უკრაინელმა მეზღვაურებმა დაახლოებით 20-მდე წყალქვეშა დივერსანტი აღმოაჩინეს.
ამის შესახებ ინფორმაციას „უნიანი“, ინფორმირებულ სამხედროებზე დაყრდნობით ავრცელებს. წყალქვეშა დივერსანტები ან „მებრძოლი მოცურავეები“, დაუფარავად, რამდენიმე წუთის განმავლობაში წყლის ზედაპირზე ცურავდნენ, შემდეგ კი გაუჩინარდნენ.
სავარაუდოდ, მსგავსი ქმედების მიზანი, უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალებზე ფსიქოლოგიური ზეწოლის განხორციელება იყო.